თიანეთის მერი წინამორბედს აკრიტიკებს და ზაქარია ქუცნაშვილს კონკრეტული პირების მფარველობაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით ტენდერები არ მიმდინარეობდა გამჭირვალედ და უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებდა ერთი და იგივე კომპანია. რიგ ტენდერებში კონტრაქტორებს ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არ აქვთ. რამდენიმე ბაღის ტენდერთან დაკავშირებით კი საქმე სასამართლოში განიხილება.
„ეს არის განუკითხაობის შედეგი, როცა ვიღაცეებს ვიღაცის იმედი ჰქონდათ, რომ მის გამო ვერავინ ვერ შეამოწმებდა. ნუ აქ თუ დავინახავთ რას ეძახიან ე.წ. კრიშას, ყველაფერს "კრიშავდა" ქუცნაშვილი და აქედან გამომდინარე მასთანაც მივა კვალი თუ ნორმალურად დაინტერესდებიან ამ განუკითხაობით,“-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსი კი აცხადებს, ტენდერები ტარდებოდა გამჭირვალედ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი