06 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა

რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივას აყენებს. განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. კადიროვი მიიჩნევს, რომ იოსებ სტალინი სამშობლოში უნდა იყოს დაკრძალული, ამიტომ რუსულმა მხარემ კეთილი ნება უნდა გამოჩინოს და ნეშტი საქართველოს გადასცეს.

"ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველოს მისი დაკრძალვის შესაძლებლობა მიეცემა, რუსეთში მცხოვრები მილიონობით ადამიანი შვებით ამოისუნთქებს, როდესაც ეცოდინება, რომ სტალინის სულმა რუსეთი დატოვა,"- აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი.

რამზან კადიროვმა ასევე ლენინის დაკრძალვისა და ფედერალურ დონეზე ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნის უკვდავყოფის ინიციატივა გამოთქვა.

დღის ამბები