06 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ნიუ იორკში საშობაო სეზონი ტრადიციულად "Empire State Building​"-ის განათებით გაიხსნა

ნიუ იორკში საშობაო სეზონი ტრადიციულად "Empire State Building​"-ის განათებით დაიწყო. მეგაპოლისის მთავარ ცათამბჯენში სადღესასწაულო განათებები ჩართეს. ცერემონია შენობის ფოიეში გაიმართა, სადაც ცათამბჯენის მაკეტი და ნაძვის ხე დგას. სადღესასწაულო განათებები წელს გვენ სტეფანიმ ჩართო.

სამი "გრემის" მფლობელმა მომღერალმა აქ ახალი საშობაო სიმღერის ოფიციალური პრეზენტაციაც მოაწყო.

გვენ სტეფანის ახალი სიმღერა წელს "Empire State Building​"-ის საშობაო ჰიმნი გახდება.

დღის ამბები