06 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
მერკელი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზად რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევს

ანგელა მერკელი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზად რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს. განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა პარტიამ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსესუსს ვერ მიაღწია.

მოლაპარაკებები პარტიებს შორის, რომლებიც ბუნდესტაგში მანდატების უმეტესობით მოხვდნენ, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ პროცესი "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს, "ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიის წევრებმა კი, მერკელს გადადგომისკენ მოუწოდეს.

გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ მთავრობის უმცირესობით დაკომპლექტების ვერსიას სკეპტიკურად აფასებს და უმჯობესი იქნებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელი მზად არის, კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები გააგრძელოს.

დღის ამბები