06 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
უკრაინამ ბელარუსის ელჩი ქვეყნიდან გააძევა

უკრაინამ ბელარუსის ელჩი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალურმა კიევმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მინსკში უკრაინის საელჩოს მრჩეველი, იგორ სკვორცოვი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს.

ბელარუსის უშიშროების სამსახურმა სკვორცოვი შპიონაჟში დაადანაშაულა და ირწმუნება, რომ ის ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინის ჯაშუშურ ქსელს კურირებდა.

გასულ კვირას კი, მინსკში უკრაინელი ჟურნალისტიც დააკავეს. ბელარუსის უშიშროების სამსახურის ცნობით, მან აღიარა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია და დავალებებს სწორედ იგორ სკვორცოვისგან იღებდა.

დღის ამბები