06 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
სოჭის რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინმა სირიის ლიდერს უმასპინძლა

სოჭის რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინმა სირიის ლიდერს უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემა სირიის კონფლიქტი იყო. კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ დროა, ყურადღება სამხედრო ოპერაციებიდან, კრიზისის მოგვარების პოლიტიკური გზების მოძიებაზე გადაიტანონ.

ბოლოს, ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ალ ასადი ერთმანეთს მოსკოვში 2015 წლის 20 ოქტომბერს შეხვდნენ. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში, რომელიც, მოსკოვის მტკიცებით, ISIS-ის წინააღმდეგ იყო მიმართული.

დღევანდელ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ბრძოლა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება.

ხვალ, სოჭში ვლადიმერ პუტინი სირიის საკითხს უკვე ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად განიხილავს.

დღის ამბები