18 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
სოფელ გალავანში მცირე საოჯახო სახლი რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა

სოფელ გალავანში მცირე საოჯახო სახლი რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა. სერვისისთვის, სადაც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 10 ბავშვი ცხოვრობს, ახალი ადმინისტრაციული ოთახი და შემოქმედებითი სახელოსნო აშენდა, გამოიცვალა სახურავი და გარემონტდა შენობის ინტერიერი.

ასეთივე სამუშაოები სოფელ წილკანში მდებარე მცირე საოჯახო სახლშიც ჩატარდა. პროექტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით გაკეთდა და მასში უშუალოდ მონაწილეობდნენ აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების ჯარისკაცები.

„მოხარულები ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა, რის შედეგადაც მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლები გარემონტდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაკეთდა ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენი მომავალია. ეს იმ დიდი ინვესტიციის ნაწილია, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში დებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში, რადგან ბავშვები ოჯახური ტიპის გარემოში უფრო განვითარებული და ბედნიერები იზრდებიან,“ - აცხადებს იან კელი.

დღის ამბები