18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
კახა კალაძე სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა

კახა კალაძე სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა. თბილისის მერი ადგილობრივებს შეხვდება და დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა შესთავაზა იმ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც სპეცოპერაციის ადგილზე ცხოვრობენ და რომლებიც ვერ ახერხებენ სახლებში დაბრუნებას დროებითი თავშესაფარი. ასევე თბილისის მერმა თავშესაფარი შესთავაზა მათაც ვისი სახლებიც დაზიანდა სპეცოპერაციის დროს. 

რაც შეეხება ვითარებას, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია სამი პირი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ და მათ კავშირი ჰქონდათ ტერორიზმთან. 

დღის ამბები