18 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კვლავ სპეცრაზმია მობილიზებული - მოსახლეობას სპეცოპერაციის ადგილზე შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იქ სადაც სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტერიტორია კვლავ ბლოკირებულია.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ადგილობრივი მოსახლეობა დღეს დილიდან ცდილობს საკუთარ სახლებში შესვლას, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. მიზეზი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. 

სამართალდამცველები ადგილზე მისულ მოქალაქეებს ამოწმებენ. მოქალაქეების შემოსაზღვრული ტერიტორიიდან კუთვნილი ავტომობილების გაყვანასაც ვერ ახერხებენ. 

ადგილზე იმყოფებიან თბილსერვისის წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიის დასუფთავებას ახდენენ. 

"არ ვიცი რა ხდება, ალბათ ამოწმებენ და სავარაუდოდ შეგვიშებენ. დაახლოებით 10 წუთში შეგიშვებთო და მეც ველოდები უსაფრთხოებიდან გამომდინარე. გადამამოწმეს, პირადობა ნახეს ჩემი,"-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა "რუსთავი2"-თან საუბრისა. 

მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, კი მათ სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მათი შეშვება სავარაუდოდ დღე ვერ მოხერხდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები