18 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
"ჩვენ უნდა გვქონდეს უძლიერესი სპეცსამსახური და ივანიშვილის მებაღეები და კარისკაცები არ უნდა იყვნენ ძალიან სერიოზული საქმით დაკავებული"

არასაპარლამენტო ოპოზიცია სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს მადლობას უხდის და მწუხარებას გამოთქვამს სპეცრაზმელის ვანო გულოშვილის გარდაცვალების გამო. ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პარტიამ შეგნებულად შეიკავა თავი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებისგან, თუმცა კითხვები არსებობს და ხელისუფლება ვალდებულია ამ კითხვებს უპასუხოს.

„ჩვენ კარგად გვესმის თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს უსაფრთხოება და  ჩვენი თავისთვის არ მიგვიცია უფლება  და არ გაგვიკეთებია არც ერთი პოლიტიკური შეფასება, თუმცა ბევრი კითხვა გაჩნდა. ამ კითხვებს ეტაპობრივად დავსვამთ მაგრამ სწორედ  ქვეყნის უსაფრთხოების გამო ხელისუფლება ვალდებულია  გვიპასუხოს და რაც შეიძლება სწრაფად,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.  

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავას.

„ტერორისტების, რომელთა დაკავებასაც მოჰყვა  ეს ოპერაცია იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობის საფუძველზე. არაფორმალური მმართველის პირადი დაცვა ითავსებს ქვეყნის უშიშროების სამსახურის  ფუნქციას  ეს რა თქმა უნდა ასე უნდა დამთავრებულიყო და კიდევ უფრო უარესი პრობლემა გვექნება ჩვენ თუ არ გვექნა ისეთივე ტიპის უსაფრთხოების სამსახური როგორიც აქვს მაგალითად ისრაელს. საქართველო არის ურთულესი გეოგრაფიის, გეოპოლიტიკის მქონე ქვეყანა და  ჩვენ უნდა გვქონდეს უძლიერესი სპეცსამსახური და ივანიშვილის მებაღეები  და კარისკაცები არ უნდა იყვნენ ძალიან სერიოზული საქმით დაკავებული,“-განაცხადა კახა კუკავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები