06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ნიუ იორკში მადლიერების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა

ნიუ იორკში მადლიერების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. ათასობით მოზეიმემ ტრადიციულად მანჰეტენზე ჩაიარა. მუსიკალურმა ბენდებმა, მოცეკვავეებმა და ფერად კოსტიუმებში გამოწყობილმა ჯამბაზებმა მათთვის წარმოდგენები გამართეს.

ნიუ იორკის ცენტრალურ ქუჩებში ჩაატარეს ანიმაციური პერსონაჟების გიგანტური ბურთებიც, რომელსაც წელს მსვლელობის ორგანიზატორებმა დისნეის ოთხი ახალი გმირი დაამატეს.

მადლიერების დღის შემდეგ შეერთებულ შტატებში საშობაო ფასდაკლებების სეზონი ოფიციალურად იწყება. სავაჭრო ცენტრებში უკვე ხალხის გრძელი რიგები დგას. 

დღის ამბები