06 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
მაიკლ ფლინის ადვოკატებმა დონალდ ტრამპის იურიდიულ გუნდთან ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტეს

მაიკლ ფლინის ადვოკატებმა დონალდ ტრამპის იურიდიულ გუნდთან ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტეს. ამერიკული მედიის ცნობით, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ინტერესების დამცველებმა ტრამპის იურისტებს განუცხადეს, რომ მათთან ვეღარ განიხილავდნენ საკითხებს, რომლებიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას უკავშირდება.

ამის საფუძველზე ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მაიკლ ფლინმა სპეც პროკურორ რობერტ მალერთან თანამშრომლობა დაიწყო ან შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების გამოძიების საქმეში მაიკლ ფლინი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

დღის ამბები