06 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია ბიშკეკში გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ, სოორონბაი ჟეენბეკოვმა სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ქვეყნის ახალი ლიდერი მოსახლეობას კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელებასა და სხვადასხვა სფეროში რეფორმების განხორციელებას დაჰპირდა. პრეზიდენტის თქმით, მისი მმართველობის პრიორიტეტი, ყირგიზეთში განათლების ახალი სისტემის დანერგვა იქნება.

პრეზიდენტის პოსტზე ჟეენბეკოვმა ალმაზბეკ ატამბაევი შეცვალა, რომელსაც კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.

დღის ამბები