ბათუმში სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. 10-მდე კი დაშავებულია. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებულები.
სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია ამ წუთებშიც გრძელდება.