საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მარგველაშვილმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.
"მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
"მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს."