"გიდასტურებთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი დაზარელებული აღარ გვეყოლება,"- ეს განცხადება "კურიერის" პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა 21 მოქალაქეს, აქედან 3 გაწერილია ბინაზე პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ. დანარჩენი 18 მოქალაქე განთავსებულია ბათუმის რამდენიმე კლინიკაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის, მათ შორის 1 მეხანძრეა,“-აცხადებს ზაზა სოფრომაძე.