06 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ანგელა მერკელი გერმანიაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია

ანგელა მერკელი გერმანიაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია და იმედოვნებს, რომ მთავრობის ფორმირება უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.

განცხადება ამის შესახებ კანცლერმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რეგიონულ ყრილობაზე გააკეთა.

მერკელის თქმით, ისინი ხალხს ვეღარ მოსთხოვენ, რომ ხმა მისცენ.

არჩევნების შემდეგ გერმანიაში კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით სამმხრივი კონსულტაციები ჩავარდა, რის შემდეგაც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც ოპოზიციაში გადასვლას აპირებდა, პოზიცია შეცვალა და მოლაპარაკებებში მონაწილეობას დასთანხმდა.

მარტინ შულცი და ანგელა მერკელი ერთმანეთს 30 ნოემბერს შეხვდებიან.  

დღის ამბები