06 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოურ მედიას უცხოურ აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოურ მედიას უცხოურ აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს.

ახალი რეგულაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უფლებას აძლევს, ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, უცხოურ აგენტად გამოაცხადოს.

ამ სტატუსის მქონე მედიაკომპანიებს ამ სტატუსის მქონე მედიაკომპანიებს ისეთივე შეზღუდვები და პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორიც უცხოურ აგენტებად გამოცხადებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ახალი კანონი მოსკოვმა მას შემდეგ შეიმუშავა, რაც შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ტელეკომპანია რაშა თუდეის და სხვა რუსულ მედიასაშუალებებს უცხოურ აგენტად დარეგისტრირება მოსთხოვა.

რაშა თუდეის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვაშინგტონმა საარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების ფარგლებში მიიღო. დადგიდნა, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული ანგარიშებით სოციალურ ქსელში პოლიტიკური რეკლამა ფინანსდებოდა.

დღის ამბები