06 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
გამოძიების ინფრომაციით, სინას ნახევარკუნძულზე ტერაქტი ISIS-ის მიერაა ორგანიზებული

ეგვიპტის პროკურატურა სინას ნახევარკუნძულზე მომხდარ ყველაზე სისხლიან თავდასხმას იძიებს.

გამოძიების ინფრომაციით, ტერაქტი ისლამური სახელმწიფოს მიერაა ორგანიზებული.

თავდასხმა მეჩეთზე 24 ნოემბერს მოხდა, თუმცა პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თვითმხილველების ჩვენების საფუძველზე გამოძიება ასკვნის, რომ 305 ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი ISIS-ია. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ტერორისტებს ხელში ISIS-ის დროშები ჰქონდათ.

ტერაქტიდან მეორე დღესვე ეგვიპტის ხელისუფლებამ სინას ნახევარკუნძულზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. კაიროში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების შედეგად ათობით ტერორისტია ლიკვიდირებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები