06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ისლამაბადში რელიგიური აქტივისტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

ისლამაბადში რელიგიური აქტივისტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

ისლამისტური პოლიტიკური პარტიის მომხრეები, რომლებიც ქვეყანაში შარიათის კანონის შემოღებას მოითხოვენ, უკვე სამი კვირაა, აქციებს მართავენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პაკისტანის ხელისუფლებამ აქტივისტებს კარვების აღება და მთავარი მაგისტრალის გახსნა მოსთხოვა.

ისლამისტებმა დამოურჩილებლობა გამოაცხადეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. არეულობის გამო, ხელისუფლებამ შინაგანი ჯარის მობილიზება გამოაცხადა.

შეტაკებების შედეგად დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 250-ს აღწევს.

ისლამაბადის მოვლნების გამო, ისლამისტური ორგანიზაციის მომხრეებმა სხვადასხვა ქალაქში სპონტანურ მანიფესტაციებზე შეკრება დაიწყეს. სიტუაციის გასაკონტროლებლად ხელისუფლებამ კერძო არხების მაუწყებლობა შეაჩერა და დროებით სოციალური ქსელები დაბლოკა.

დღის ამბები