06 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რასაცა 31 არალეგალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. უბედურ შემთხვევას 31 არალეგალი ემსხვერპლა. დანარჩენი 200 ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.

სანაპირო დაცვის სამსახურმა ორი რეზინის ნავი გარაბულის სანაპიროსთან შენიშნა. ადგილზე მისვლის შემდეგ მათ წყლიდან 60-მდე ადამიანის ამოყვანა შეძლეს, მეორე ნავში კი 140-ზე მეტი ადამიანი დახვდათ. ყველა მათგანი ლიბიის მოქალაქეები არიან, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.

სანაპირო დაცვამ არალეგალები ტრიპოლის პორტში გადაიყვანა.

დღის ამბები