18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
საბავშვო ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი გახდა

2017 წლის საბავშვო ევროვიზია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ევროვიზია წელს საქართველოში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი, პოლინა ბოგუსევიჩი გახდა, რომელმაც 188 ქულა მიიღო, მათ შორის, უმაღლესი შეფასება მას საქართველოს ჟიურიმ მიანიჭა.

საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე კი თავიდან პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა და 185 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.

დღის ამბები