06 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ვულკანი კუნძულ ბალიზე - საგანგებო სამსახურებმა მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადეს

კუნძულ ბალიზე საგანგებო სამსახურებმა მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ვულკანის ამოფრქვევის გარდაუვალი საფრთხის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ზონა 10 კილომეტრამდე გაზარდა.

დაკეტილია ადგილობრიოვი აეროპორტი, სადაც ამ დრომდე ათასობით ტურისტი იმყოფება. ვულკანმა ინდონეზიურ კუნძულზე გასულ კვირას გაიღვიძა. ამოფრქვეული ფერფლისა და კვამლის სიმაღლე 3 კილომეტრზე მეტს აღწევს.

დღის ამბები