06 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
მასშტაბური აქცია რუმინეთში - პროტესტი სასამართლო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხება

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა რუმინეთში. ათობით ათასი ადამიანი ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებდა.

მიტინგის მონაწილეების განმარტებით, მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, სასამართლო სისტემას პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებარებს.

მსვლელობა ბუქარესტში პარლემენტის შენობის წინ მასშტაბური მიტინგით დასრულდა.

დღის ამბები