18 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
"ლეოგრანდთან" დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ - საქართველოში გლოვის დღეა

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდის" შენობასთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ბათუმელებს და ჩასულ სტუმრებს სასტუმროსთან ყვავილები მიაქვთ და დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ყვავილები ხელისფულების წარმომადგენლებმაც მიიტანეს.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის თქმით, აჭარის მთავრობა მზადაა ფინანსურად დაეხმაროს დაზარალებულ ოჯახებს.

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთა სიცოცხლე შეეწირა ამ ძალიან დიდ ტრაგედიას. მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, ქალაქელებს. მთელი ქვეყანა გლოვობს. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის მერმა კი, კომენტარი უსაფრთხოების თვალსაზრისით ნორმების გამკაცრებაზე გააკეთა.

„ყველა განაცხადი, ეს იქნება საპროექტო განაცხადი თუ ნებართვა მშენებლობაზე უკვე ითვალისწინებს, რომ ეს ნორმები შემოწმებული იყოს მაქსიმალურად მკაცრად და ახლა ასეც მიმდინარეობს. რაც შეეხება კიდევ უფრო გამკაცრებას, თუკი ამის საჭიროება იქნება, მთავრობა განიხილავს,“ - აცხადებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

დღის ამბები