06 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
რუსულ ავიაციას სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ

რუსულ ავიაციას სირიაში კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ავიაიერიშების შედეგად სოფელ ალ შაფაში 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 21 ბავშვი.

სოფელი დეირ ალ ზორის პროვინციაში მდებარეობს, სადაც ტერიტორიების ნაწილს ჯერ კიდევ "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. რეგიონში იერიშების განხორციელებას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, თუმცა უწყებაში ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე მებრძოლთა პოზიციები იყო.

დეირ ალ ზორის გარდა, გუშინ დამასკოს გარეუბნებიც დაიბომბა, რასაც 23 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები