18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
კვამლიანი კედლები და ნათითურები - სასტუმრო "ლეო გრანდში" ტრაგიკულ ღამეს გადაღებული ფოტოები

რა ხდებოდა 24 ნოემბრის ტრაგიკულ ღამეს სასტუმრო „ლეო გრანდში“ – „კურიერს“ კონფიდენციალურმა წყარომ შენობის შიგნით გადაღებული ფოტო მასალა მიაწოდა. ფოტოებზე ჩანს სასტუმროს კვამლიანი კედლები და ნათითურები, რომელებიც იქ, სავარაუდოდ, სიბნელეში დარჩენილმა ადამიანებმა დატოვეს. ფოტოებზე ჩანს ცეცხლმაქრებიც.

დაღუპულების ოჯახის წევრები კი დღეს სამძიმარს იღებენ. ისინი მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

„ჩემი დისშვილი იმყოფებოდა, წავიდა 05:00 საათზე სავარჯიშოდ და ვერ მოვიდა. უნდა ჩატარდეს გამოძიება, ყველაფერი კანონის ფარგლებში, რომ ჩვენს ინფორმაცია მივიღოთ, რა მოხდა და როგორ მოხდა. რატომ დაიღუპნენ,“ - ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძა ჯემალ გელაძე.

დღის ამბები