06 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
რუსულმა ავია გამანადგურებელმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავს 15 მეტრის სიახლოვეს ჩაუფრინა

მორიგი ინციდენტი შავი ზღვის საჰაერო სივრცეში. პენტაგონის ინფორმაციით, რუსულმა ავია გამანადგურებელმა შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავს 15 მეტრის სიახლოვეს ჩაუფრინა.

შედეგად ამერიკული თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტობის ზონაში მოხვდა და საფრთხე ორივე საფრენი აპარატის ეკიპაჟს შეექმნა. პენტაგონის განცხადებით, ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შაბათს მოხდა. თავდაცვის უწყებაში მომხდარს საშიშ ქმედებად აფასებს.

დღის ამბები