06 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
აფეთქება თელ ავივში - არის მსხვერპლი

სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას თელ ავივში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, სამშენებლო მაღაზიაში მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

საავადმყოფოში 5 დაშავებულია გადაყვანილი. მოსახლეობის ევაკუაცია შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სახლებიდანაც მოხდა.

ამ დრომდე უცნობია აფეთქების მიზეზი. სამართალდამცველების განმარტებით, გამოძიება ამ ეტაპზე ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. 

დღის ამბები