18 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ბათუმში ხანძრის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. 5 გარდაცვლილის პანაშვიდი დილიდან ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, სადაც დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება.

“გამოძიების კუთხით ჯერ ჩვენ არაფერი ვიცით, გამოძიებას არ ჰქონია კონტაქტი ჩვენს ოჯახთან, ქამადაძის ოჯახთან. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში არის „ლეოგრანდის“ ხელმძღვანელობა დამნაშავე და ამავე დროს სახელმწიფოა დამნაშავე, რამე თუ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ჩვენი შვილების სიცოცხლის უზრუნველყოფა,“ - განაცხადა ჯუმბერ თავართქილაძემ.

დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს უსამძიმრებენ ადგილობრივი მთავრობის წევრები, სამძიმარზე იმყოფებოდა სასტუმროს თურქი მფლობელიც.

მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდიში“ 24 ნოემბერს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, აალება სასტუმროს საუნიდან დაიწყო და მალევე გავრცელდა შენობის მეოთხე და მეხუთე სართულზე. ძლიერი დაკვამლიანების გამო 11-მა მოქალაქემ შენობიდან გასვლა ვერ მოახერხა და ისინი დაიღუპნენ, 22 ადამიანს კი ჰოსპიტალიზება დასჭირდა. 

დღის ამბები