06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ისრაელში სამართალდამცველები თელ ავივში მომხდარ აფეთქებას იძიებენ

ისრაელში სამართალდამცველები თელ ავივში მომხდარ აფეთქებას იძიებენ. ინციდენტი უძველესი საპორტო ქალაქის იაფოს ტერიტორიაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საღებავების მაღაზიაში მოხდა, შედეგად გაჩნდა ხანძარი, შენობა კი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა 4 გარდაცვლილი აღმოაჩინეს, თუმცა, არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.

ამ დროისთვის საავადმყოფოებში ხუთი დაშავებულია გადაყვანილი. იაფოს ქუჩები ამ დროისთვის გადაკეტილია.

გამოძიება მომხდარს კრიმინალურ შემთხვევას არ უკავშირებს. წინასწარი ვერსიით, შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა.

დღის ამბები