06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ავსტრალიის სპეცსამსახურებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს

ავსტრალიის სპეცსამსახურებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც თავდასხმის მოწყობას ახალი წლის ღამეს აპირებდა.  

გამოძიების ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მელბურნში მასობრივი მკვლელობის მოწყობას საახალწლო ღონისძიებაზე გეგმავდა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი წარმოშობით სომალელია და ის ავსტრალიის მოქალაქეა. მასზე დაკვირვებას ძალოვანი უწყებები წლის დასაწყისიდან აწარმოებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.

დღის ამბები