06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ბერლინის საშობაო ბაზრობამ მუშაობა თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალის გახსნით დაიწყო

გაზრდილი ტერორისტული საფრთხის გამო გერმანიაში საშობაო ბაზრობები გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიხსნა. ყველა შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პოლიციელები პატრულირებენ. აგებულია ბეტონის ბარიერებიც, რომელიც მანქანების შესაკავებლადაა განკუთვნილი.

გადაწყვეტილება ბარიერების აგების შესახებ გასული წლის ბერლინის ტერაქტის შედეგად მიიღეს. ერთი წლის წინ 19 დეკემბერს ტერორისტი საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანით შეიჭრა, ხალხს გადაუარა და 12 ადამიანი მოკლა.

ამ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალის გახსნით დაიწყო წელს მუშაობა ბერლინის საშობაო ბაზრობამ. მემორიალი ქალაქის მერმა გახსნა.

დღის ამბები