06 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
გაუქმებული რეისები კუნძულ ბალიზე - ჩარჩენილ ტურისტებს შორის ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებიც არიან

კუნძულ ბალიზე, სადაც ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასამდე რეისი გაუქმდა, ჩარჩენილ ტურისტებს შორის ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებიც არიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა წყვილი ინდონეზიის კურორტიდან ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა იმის გამო რომ აეროპორტი დახურულია, მეორე ღამის ტერმინალში გათენება მოუწევთ.

აფხაზი ტურისტები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ტურისტულმა კომპანიამ მათ არც ბილეთები გადაუცვალა და არც სასტუმროს ხარჯებზე აიღო პასუხისმგებლობა.

ვულკანის გაღვიძების გამო ბალიზე შესაძლოა იძულებითი ევაკუაცია დაიწყოს. ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, ანგუნგის კრატერიდან ცეცხლოვანი ლავას გადმოსვლა შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს, რაც ადგილობრივებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საშიშ ზონაში 10 ათასამდე ადამიანია დარჩენილი.

დღის ამბები