06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ქალაქ ალტენას მერი ქალაქის ერთ-ერთ კაფეში დანით დაჭრეს

გერმანიის პოლიცია ქალაქ ალტენას მერზე თავდასხმას იძიებს. ანდრეას ჰოლშტეინი დანით ქალაქის ერთ-ერთ კაფეში დაჭრეს. უცნობი მას მიუახლოვდა და ყელზე დანა მიადო. ამის შემდეგ კი მიგრანტების მიღებისთვის მოკვლითაც დაემუქრა. ქალაქის მერი კაფის მეპატრონემ და მისმა შვილმა გადაარჩინეს. თუმცა თავდამსხმელმა ჭრილობის მიყენება მაინც მოასწრო. ანდრეას ჰოლშტეინი ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა. მან წიგნის კი დაწერა, სადაც ულტრანაციონალისტებს აკრიტიკებს და მათ იდეებს ღია ბრძოლას უცხადებს. თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.  

დღის ამბები