06 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტის ახალი ტიპი, რომელსაც შეერთებული შტატების კონტინენტამდე მიღწევა შეუძლია.

ფხენიანის სახელმწიფო ტელევიზიამ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ ფხენიანმა მიზანს მიაღწია და ბირთვული სახელმწიფო გახდა.

ახალი რაკეტა გამთენიისას გამოსცადეს. მან 950 კილომეტრის მანძილზე იფრინა და ოთხნახევარი კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. ბოლოს კი, იაპონიის წყლებში ჩავარდა.

ახალი რაკეტის გამოცდა დაგმეს იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა. დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შეერთეული შტატები ამ საქმეს მიხედავს. დღის მეორე ნახევარში გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. 

დღის ამბები