06 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ბუკინგემის სასახლემ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის დეტალები გაასაჯაროა

ბუკინგემის სასახლემ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის დეტალები გაასაჯაროა. სამეფო ქორწილი მომავალი წლის მაისში გაიმართება. პრინცი და მისი საცოლე ჯვარს წმინდა გიორგის ტაძარში დაიწერენ, რის შემდეგაც საზეიმო მიღება გაიმართება.

ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, ჯვრისწერამდე პრინცის საცოლე მოინათლება და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობას მიიღებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ამერიკელ მსახიობს პრინცესა მეგანის სტატუსს არ მიანიჭებენ. ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ამ სტატუსის მისაღებად პატარძალს სამეფო წარმომავლობა უნდა ჰქონდეს.

ქორწინების შემდეგ სამეფო წყვილი კენსინგტონის სასახლეში მდებარე ნოტინგემის კოტეჯში იცხოვრებს, სადაც პრინცი ჰარის რეზიდენცია მდებარეობს.

დღის ამბები