06 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
"ვარდისფერი დაპირება" - იშვიათი ბრილიანტი 32 მილიონ დოლარად გაიყიდა

იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე 32 მილიონ დოლარად გაიყიდა. ძვირფასი ქვის სახელწოდებით "ვარდისფერი დაპირება" წონა 14.93 კარატია.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ვარდისფერმა ბრილიანტმა ფასის მსოფლიო რეკორდი ვერ დაამყარა, თუმცა ის კრისტის აუქციონის ჰონგ-კონგის სახლში გაყიდული ყველაზე ძვირფასი ქვა გახდა.

"ვარდისფერი დაპირება" კერძო კოლექციონერმა იყიდა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. მყიდველი აუქციონში ტელეფონის საშუალებით ანონიმურად მონაწილეობდა.

დღის ამბები