ე.წ. პირბადეების აქციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათვქმია, რომ აქციასთან დაკავშირებით შსს-ს გამოძიება არ დაუწყა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.