გარდაცვლილი შოთიკო ცირგავას ოჯახი ექიმს უყურადღებობასა და არასწორ დანიშნულებაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის ახლობლები ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საპროტესტო აქციას მართავენ და 19 წლის გარდაცვლილი პაციენტის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი კლინიკის ფოიეში იმყოფებიან და დაცვის წევრების მოთხოვნის მიუხედავად შენობის დატოვებაზე უარს აცხადებენ.
შოთიკო ცირგავას ახლობლების ინფორმაციით ის 1 წლის წინ კლინიკაში პლევმონიის დიაგნოზით მივიდა. ექიმმა შესაბამისი დანიშნულება მისცა და სახლში გაწერა. ოჯახი ამბობს, რომ მალე შოთოკოს მდგომარეობა გართულდა და კვლავ საავადმყოფოს მიაკითხეს. კლინიკაში მოთავსებიდან მეოთხე დღეს პაციენტს ფილტვების შეშუპება დაეწყო. ახლობლებმა მისი ქუთაისის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა პაციენტი საავადმყოფოში მისვლამდე გზაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლები თვლიან, რომ პაციენტს ექიმმა არასწორი მკურნალობა დაუნიშნა, და ამასთან არ მიიღო მისი ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის დროული გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კი გარდაცვლილის ახლობლების პრეტენზიებს არ ეთანხმებიან. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტმა თავად განაცხადა უარი ჰოსპიტალიზაციაზე და მკურნალობისთვის სახლში გაეწერა, მოგვიანებით კი ის დამძიმებულ მდგომარეობაში დაბრუნდა უკან. ამასთან, ექიმების ინფორმაციით პაციენტი უარს აცხადებდა რეანიმაციულ პროცედურებზეც.
19 შოთიკო ცირგავას გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი კომისია სწავლობს. გარდაცვლილის ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით ამ ეტაპზე ექიმის ბრალეულობა დადასტურებული არ არის.