06 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
თვითმკვლელობა ჰააგის სასამართლოში-გენერალმა, რომელსაც 20-წლიანი პატიმარობა ჰქონდა მისჯილი საწამლავი დარბაზში დალია

ნიდერლანდების პოლიციამ ჰააგის სასამართლოში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ როგორ მოახერხა სამხედრო დანაშაულში ბრალდებულმა ხორვატმა გენერალმა სასამართლო დარბაზში საწამლავის შეტანა.

ინციდენტი გუშინდელ პროცესზე მოხდა. მოსამართლემ სლობოდან პრალიაკის სარჩელი არ დააკმაყოფილა და 20-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. ამ დროს კი გენერალმა განაცხადა, რომ უდანაშაულოა და საწამლავი დალია. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჰააგის ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ხორვატების მეთაურმა ბოსნიის ომის დროს ვერ შეძლო თავისი მებრძოლების შეჩერება, რომლებიც ადგილობრივ მუსლიმებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

დღის ამბები