18 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
დიპლომატების მეუღლეები საახალწლო გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადებიან

საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც საქართველოში არსებული თითქმის ყველა საელჩო მონაწილეობს - დიპლომატების მეუღლეები საახალწლო გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადებიან.

ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ნახატები, სათამაშოები და კიდევ მრავალი საინტერესო ნივთი საქველმოქმედო მიზნით გაიყიდება. თანხა კი, მზრუნველობა მოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს სრულად მოხმარდება. ამ წლების განმავლობაში საახალწლო ბაზრობის მეშვეობით ორგანიზაცია 100-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა.

ღონისძიებაში წელს 30-მდე საელჩო მონაწილეობს, ყველა ქვეყანას გამოფენაზე თავისი კუთხე ექნება. დიპლომატიური კორპუსის გარდა, ბაზრობა ქართველებსა და უცხოელებს საზოგადოებისთვის საკუთარი პროდუქტის გაცნობაშიც ეხმარება.

საახალწლო ბაზრობა სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” 2 დეკემბერს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე უმასპინძლებს.

დღის ამბები