22 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
ქუთაისში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს - ჭრილობა გულში აქვს მიყენებული

ქუთაისში წუხელ 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს. გვიან ღამით დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მოზარდს ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გრდაცვლილი იყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ,  წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო დასაგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელსდაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები