08 დეკემბერი 2024,   19:32
ვრცლად
არ გავჩუმდეთ, ავღშფოთდეთ! უნდა ვაღიაროთ, რომ სიჩუმე არ შეიძლება - 51-ე სკოლასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

თბილისის #51-ე სკოლასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და რიგითი მოქალაქეები მიდიან. მათ სკოლასთან ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

შეკრებილები მომხდარის დროულ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.

„დღევანდელი შეკრების მთავრი მიზეზი არის ის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჭირისუფლებს. არ გავჩუმდეთ, არ დავჯდეთ სახლებში, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. ჩვენივე თავი ჩავაყენოთ იმ მშობლების ადგილზე, თუნდაც ერთი წუთით, ავღშფოთდეთ და გავაპროტესტოთ, თუნდაც ის, რაც ხდება დღეს. ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა შევდგეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ სიჩუმე არ შეიძლება,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარი ნაკანმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დაწყებული სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილია 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. 
 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები