22 დეკემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ოკუპირებული რეგიონები და რუსული აგრესია - პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას არსებული ვითარება გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს პოზიტიური ნაბიჯისა, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა, ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„შვეიცარიას აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის ნაწილში, შესაბამისად პრეზიდენტების მთავარი სასაუბრო ნაწილი შეეხება სწორედ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს, ოკუპაციას და რუსეთის იმ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებს, რომელიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები