07 დეკემბერი 2024,   07:24
ვრცლად
სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ და მიმალვაში მყოფ არასრულწლოვნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ და მიმალვაში მყოფ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა განესაზღვრა.

მიმალვაში მყოფი პირის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს ჩაინიშნა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დუმილი არ დაარღვია და მომხდარზე არ ისაუბრა.

დღეს, სამართალდამცველებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მომხდარ დანაშაულზე გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე. 

დღის ამბები