22 დეკემბერი 2024,   15:16
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ სკოლების მონიტორინგის პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ სკოლების მონიტორინგის პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. გადაწყვეტილება განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა მიიღო.

კონტროლი ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება. ამასთანავე, განათლების მინისტრის განცხადებით, გაიზრდება მანდატურების უფლებამოსილებები.

„დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კომბინირებული მოქმედება, ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებო და საინფორმაციო აქტივობების საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ,“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები