07 დეკემბერი 2024,   07:33
ვრცლად
"ჩემი ვარაუდით ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან ორი პირის მიერ,"-დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი

ცოტა ხნის წინ პოლიციისთვის საკუთარი ნებით ჩაბარებული არასრულწლოვანის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბრალდებულთან საუბრის შემდეგ  მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ჭრილობები რომელიც დაზარალებულს აღენიშნება მიაყენა რამდენიმე პირმა. მისივე თქმით ბრალდებულის ოჯახი არ ითხოვს მის სრულად გამართლებას, თუმცა თუ ამ საქმეში არსებობენ სხვა დამნაშავეებიც და ისინიც უნდა დაისაჯონ სათანადოდ.     

„პირველად შევხვდი ახლა ბრალდებულს. გავესაუბრე მას. მომიყვა თუ რა მოხდა ზოგადად. ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად თუ დავუჯერებთ მის ჩვენებას ჩანს,  რომ სხვა დაზიანებები, რომელიც დაზარალებულს  აქვთ მიყენებული სავარაუდოდ  მიაყენეს უკვე მოგვიანებით სხვა პირებმა. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას გვეტყვის ექსპერტიზის დასკვნა, თუ რას გვეტყვიან ექსპერტები, რომლებიც დაიკითხებიან, ჩემი ვარაუდით ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან ორი პირის მიერ. კონფლიქტთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვერსიები და ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაცია მოგაწვდით მას შემდეგ, რაც გავეცნობი ყველა მოწმის ჩვენებას. ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული საქმესთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და იგეგმება სხვადასხვა  მოწმეების დაკითხვა. ასევე როგორც ჩემთვის ცნობილია იგეგმება იმ დაკითხული პირების თავიდან დაკითხვა, რომლებიც უკვე დაკითხულები არიან და მათი ჩვენებები დევს საქმეში. შესაბამისად,  მინდა განვაცხადო როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, რომ მე არ ვაპირებ ხელი დავაფარო, როგორც ადვოკატმა თუ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული  სრულად.  ანუ თუ მას დაუდასტურდა მთლიანად ბრალდება.  მე მსურს მოვუსმინო ექსპერტებს და თუ  ექსპერტებმა თქვენს რომ იმ პირობებში შეუძლებელია დაზარალებულს მიდგომოდა  ღნიშნული სადისტური პირობები, როგორ ჭრილობებსაც მოწმეები აღწერენ და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პიროვნებებმა  მიაყენეს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ვინც რეალურად მიაყენა აღნიშნული ჭრილობები დაზარალებულს. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია დადგინდეს ჭეშმარიტება. საზოგადოება იმსახურებს იცოდეს სიმართლე და იმსახურებს იმას, რომ  ნათელი მოეფინოს ძალიან გახმაურებულ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. რა თქმა უნდა განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს სრულ სიმართლეს და მე ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი თუ მას არ დაუდასტურდა ყველა იმ ჭრილობის მიყენება რომელსაც მას ედავებიან. რა თქმა უნდა ბრალდებულის ოჯახი არ მოითხოვს ბრალდებულის სრულად გამართლებას,“-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები