08 დეკემბერი 2024,   19:02
ვრცლად
თბილისის მერიაში დასაქმებულები შრომით ანაზღაურებას ერთდროულად რამდენიმე სამსახურიდან იღებენ

თბილისის მერიის თანამშრომლები დავით ნარმანიას მერის პოსტზე ყოფნის პერიოდში ერთდროულად რამდენიმე საქალაქო სამსახურში იყვნენ დასაქმებულები. „კურიერმა“ დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე პირები შრომით ანაზღაურებას ერთდროულად რამდენიმე სამსახურიდან იღებდნენ, რაც ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდებოდა.  

6 მილიონ 29 ათას 665 ლარი მხოლოდ ოქტომბერში სწორედ თანამდებობრივ სარგოზე დაიხარჯა. მათ შორის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ყოველთვიურად თბილისის მერის ანაზღაურებაზე გაცილებით დიდ თანხას იღებენ და ეს პრივილეგიები დღემდე შენარჩუნებული აქვთ.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 5147 დასაქმებულია, თუმცა თანამდებობრივი სარგო 6393-ზეა გაცემული. 

დღის ამბები