22 დეკემბერი 2024,   15:41
ვრცლად
საქართველოს პარლამეტნის თავმჯდომარე შვედეთში სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შვედეთში ვიზიტით მყოფი პარლამეტნის თავმჯდომარე სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო. ოსკარ სტენ-სტრომის განცხადებით, შვედეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

ირაკლი კობახიძე შეხვდა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესაც. განიხილეს საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების საკითხი. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, გენდერული თანასწორობა და სახელმწიფო გენდერული პოლიტიკა იყო. 

დღის ამბები